ჩვენი იდეის შესახებ


ჩვენი თავგადასავალი 2016 წელს იწყება, როცა რამოდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ სამოგზაუროდ ერთად წასვლა. 

იდეა ავიტაცეთ, სურვილიც გვაქვს და შესაბამისი თანხაც (შეზღუდული რაოდენობით). 

გვაქვს ორი არჩევანი:  

1. თავად დავგეგმოთ ტური  

ან  

2. მივიდეთ ტურისტულ კომპანიაში და მათი რეკომენდაციით (რაც რეალურად სასტუმროს რამოდენიმე სურათის ჩვენებით შემოიფარგლება) შედარებით ძვირად შევიძინოთ სამოგზაურო პაკეტი. 

ვირჩევთ უფრო რთულ, მაგრამ ჩვენი აზრით შედარებით იაფიან და სანდო ვარიანტს; თავად ვიწყებთ ტურის ყველა დეტალის დაგეგმვას.  მე ორგანიზატორობის „პატივი“ მხვდა წილად. 

თავიდან ყველაფერი მარტივია და კარგად მიდის. მაგრამ ნელ-ნელა ჩნდება ახალი გამოწვევები, მრავალ საიტზე თუ ფორუმზე გვიწევს ინფორმაციის მოძიება, დარეგისტრირება და სერვისების შეძენა. ამასთანავე ჯგუფის წევრებს შორის კრიტიკულ საკითხებზე საერთო თანხმობის მიღწევაც რთულდება. ჩამონათვალი კი საკმაოდ შთამბეჭდავია: 

• სასურველი ადგილის არჩევა (იდეების ნაკლებობას არ განვიცდით: ზღვა, მთა, პრეისტორიული ნამარხები, კარგი ლუდი სადაც „ისხმება“, მთვარე?! რატომაც არა..........) 

• მოგზაურობის პერიოდი (შემოდგომის ვენა მაინც სულ სხვაა და გაზაფხული ლაპლანდიაში) 

• სურვილების და ბიუჯეტის შესაბამისობაში მოყვანა („ბარემ კარგად დავისვენოთ...... ანუ სახლები დავტვირთოთ იპოთეკით“) 

• ავიაბილეთების ყიდვა („ფრენის მუდმივი დილემა“: ეკონომიურობა VS. კომფორტული/სწრაფი მგზავრობა) 

• სასტუმროს შერჩევა და პირობების გარკვევა (მთავარი მოთხოვნები „მოკრძალებულია”: სასურველია ცოტა და/ან საერთოდ არ გადავიხადოთ, სასტუმრო იყოს არანაკლებ 5 ვარსკვლავიანი, თითოეულს მინიმუმ ორი სასტუმროს თანამშრომელი გვემსახურებოდეს, გვედგას ოთახში ჯაკუზი.....) 

• აეროპორტიდან სასტუმრომდე მისვლის/წამოსვლის ორგანიზება ("ისე, ცუდი არ იქნებოდა პილოტს თვითმფრინავი პირდაპირ სასტუმროს ეზოში დაესვა") 

საბოლოოდ, მთელი შინაგანი ენერგიის დახარჯვით, დაგეგმილ დროსა და  ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი გადაჭარბებით ვასრულებთ დასახულ მიზანს. 

როგორც პროფესიონალ პროექტ მენეჯერს ტურის ორგანიზების პროცესი გაორებულ შეგრძნებას მიტოვებს: იმედგაცრუების და საიმაყის. 

იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ მოსამზადებლად დავხარჯეთ უამრავი დრო და ენერგია, რეალურად კი ვერ მივიღეთ დადებითი შედეგი (თუნდაც ფინანსური). სიამაყის გრძნობის საფუძველი კი მეგობრებისგან მიღებული დადებითი ფიდბექია (ვიმედოვნებ რომ გულწრფელი). 

მოგზაურობიდან უკან დაბრუნებისას, აეროპორტში ვსაუბრობთ მომავალ წელს თუ სად შეიძლება იყოს ჩვენი შემდგომი გაჩერება და ვიაზრებ, რომ ჩემი „საპატიო მოვალეობის“ (ორგანიზატორობის) თავიდან ასარიდებლად მზად ვარ „საპატიო“ მიზეზების ძებნა დავიწყო.  

სწორედ აქ იბადება იდეა, უფრო მეტად კი სურვილი სახელად -  „რა კარგი იქნებოდა რომ“  შეგვეძლოს ყველა დაკავშირებული სერვისის ერთ სივრცეში მოძიება, შედარება და ამორჩევა. იდეის ტექნიკურ გადაწყვეტად წარმომიდგენია შევქმნათ ერთგვარი ციფრული პლატფორმა, რომელიც ყველა ამ დეტალს (სასტუმრო, ფრენა, შატლი) ერთ საძიებო სისტემაში გააერთიანებს. ეს  შეამცირებს ერთის მხრივ დაგეგმვის ეტაპზე დახარჯულ დროს, ენერგიასა და რისკებს, ხოლო მეორეს მხრივ მოგვცემს შესაძლებლობას პაკეტურად უფრო დაბალ ფასად  მივიღოთ უკეთესი მომსახურება და „ფრენის მუდმივი დილემაც“ წარმატებით გადავჭრათ, ჩარტერული რეისით საბოლოო დანიშნულების ადგილამდე კომფორტულად და სწრაფად ვიმგზავროთ.  დამატებით გვსურს შევძლოთ ჩვენი სამოგზაურო პაკეტის შესახებ ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის, რაც დაგვეხმარება (იმედია) უფრო მარტივად საბოლოო შეთანხმების მიღწევაში.  

იდეა იხვეწება, ვითარდება და დასრულებულ სახეს იღებს. მალევე ვაფორმებთ ხელშეკრულებას რეგიონის უდიდეს ტურ ოპერატორთან (Pegast touristik). ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ყველაზე დაბალ ფასად, ყველაზე მრავალფეროვანი სამოგზაურო პაკეტები ქვეყნის მასშტაბით.  

ჩვენი პლატფორმის გამოყენებით უკვე  შეგვიძლია წლის ნებისმიერ კონკრეტულ პერიოდში (მაგ. მაისიდან-სექტემბრამდე) მოვნახოთ ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანაში (მაგ. ეგვიპტე, საბერძნეთი, ტაილანდი) სასურველი ხანგძლივობის ტურები (მაგ.10-14 დღიანი), შევადაროთ ისინი ერთმანეთს და ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე ავირჩიოთ კონკრეტული მათგანი. 

მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო იდეის ქცევა რეალობად. დღეს კი ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია წლის სასურველ პერიოდში, სასურველი ბიუჯეტით, სასურველ ადამიანებთან ერთად კომფორტულად დაგეგმოს დაუვიწყარი მოგზაურობა.  

 

ბექა ჭულუხაძე 

კომპანიის თანადამფუძნებელი