ჩვენი ხედვა და მისია


ჩვენი ხედვაა განვვითარდეთ, როგორც რეგიონის მოწინავე ტურისტული სერვისების მომწოდებელი კომპანია, რომელიც შესთავაზებს მის მომხმარებელს სწრაფ, მოქნილ და მრავალფეროვან სერვისს, დაკავშირებულს პირად დასვენებასთან თუ საქმიან მოგზაურობასთან. ამასთანავე,  გვსურს ხელი შევუწყოთ ტურიზმთან დაკავშირებული სერვისების განვითარებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით და გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობა რეგიონის მასშტაბით.